მერაბი ალფაიძე
Friday, July 19, 2013
ქალი ქართველ მწერალთა შემოქმედებაში
პროექტის მთავარი
იდეა (თემა): გამოიკვლიონ მოსწავლეებმა ქალის სახე, როლი ქართველი
მწერლების შემოქმედებაში,მიიღონ
მყარი ცოდნა ქართულ ლიტერატურაში ქალის - დედის, მეუღლის, დის, ბებიის, შეყვარებულის,
მეგობრის, საზოგადო მოღვაწის შესახებ, განივითარონ სიყვარულის, მეგობრობის, ადამიანის
შეცნობისა და პატივისცემის გრძნობები.
პროექტის აქტუალობა:
დადებითი ტრადიციების ცხოვრებაში გადმოტანა, ზნეობრივი
მაგალითების გამოყენება.
პროექტის მიზნები:
მოსწავლეები შეისწავლიან ქართველი მწერლების მიერ ასახული
ქალის სახეებს, განივითარებენ მიღებული ცოდნის რეალურ ცხოვრებაში გამოყენების, მასალის
მოძიების, წყაროების შედარების, მონაცემების ანალიზის, დამოუკიდებელი, კონკურენტული
და ჯგუფურ-თანამშრომლობითი მუშაობის, ი.ს.ტ -ის გამოყენების, მაღალი სააზროვნო დონეების
(ანალიზი, სინთეზი, შეფასება) უნარებს. პროექტი
ითვალისწინებს ე.ს.გ.-ის შემდეგ ინდიკატორებს: ქართული ენა და ლიტერატურა: XII-1,
XII-2, XII-3, XII-4, XII-5, XII-6, XII-10, XII-11, XII-14.
მონაწილეთა ასაკი:
16 – 17 წელი.
მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები:
მეცნიერული გამოკვლევა.
პროექტის საჭირო
ძირითადი რესურსები: ბიბლიოთეკა, წიგნები, კომპიუტერი ინტერნეტით, რვეულები,
ფურცლები.
პროექტის მსვლელობა
(ძირითადი აქტივობები): პროექტის ძირითადი აქტივობა იქნება კვლევის მეთოდი. მოსწავლეები მასწავლებლის დახმარებით
შეარჩევენ თემას, აყალიბებენ კვლევის გეგმას, ერთიანდებიან ჯგფებში, ინაწილებენ საკითხებს,
აგროვებენ ინფორმაციას, ქმნიან ანგარიშს, აწყობენ ინსცენირებას, წარუდგენენ აუდიტოტიას.
საგნებთან კავშირი:
საქართველოს ისტორია, გეოგრაფია, ხელოვნება.
პროექტის ხელმძღვანელი:
მერაბ ალფაიძე.
პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი:
merabialpaidze.blogspot.com
Wednesday, July 17, 2013
ჩემ შესახებ
დავიბადე 1957 წელს, 1973 წელს დავამთავრე საშუალო სკოლა, 1982 წელს დავამთავრე უმაღლესი სასწავლებელი. ვმსახურობდი შეიარაღებულ ძალებში. 1982 წლიდან ვმუშაობ მასწავლებლად.სხვადასხვა დროს ვმუშაობდი ავტოქარხანაში,სხვა სასწავლებლებში სამხედრო მომზ. მასწავლებლად, დირექტორის მოადგილედ, დირექტორად. ვარ სერტიფიცირებული მასწავლებელი.
Subscribe to:
Posts (Atom)